LoyoLoyo
შესვლადაიწყე უფასოდ
← მთავარზე

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 2026 წლის ივლისი

შპს ოსლო (ს/კ 405546280) პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ, რა მიზნით ვამუშავებთ და როგორ ვიცავთ მათ, საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად.

1. რა მონაცემებს ვაგროვებთ

  • ბიზნეს-ანგარიშის მონაცემები: ელფოსტა, ორგანიზაციის სახელი, საკონტაქტო ინფორმაცია, გადახდის ისტორია.
  • საბოლოო მომხმარებელთა მონაცემები (ბიზნესის სახელით): სახელი, ტელეფონი, ელფოსტა, დაბადების თარიღი და ტრანზაქციები — რომელსაც Loyo-ს მომხმარებელი ბიზნესი აგროვებს საკუთარი ლოიალობის პროგრამისთვის.
  • ტექნიკური მონაცემები: IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი, გამოყენების ჟურნალები — უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებისთვის.

2. რა როლში ვმოქმედებთ

ბიზნეს-ანგარიშის მონაცემებთან მიმართებით Loyo არის მონაცემთა დამმუშავებელი (controller). საბოლოო მომხმარებელთა მონაცემებთან მიმართებით Loyo მოქმედებს დამმუშავებლის დავალებით (processor) — მონაცემთა მესაკუთრე რჩება ის ბიზნესი, რომელიც პლატფორმას იყენებს და თავად არის პასუხისმგებელი მათ კანონიერ შეგროვებაზე.

3. დამუშავების მიზანი

  • მომსახურების მიწოდება და ანგარიშის მართვა;
  • ლოიალობის პროგრამის, ბონუსების და კამპანიების ფუნქციონირება;
  • გადახდების დამუშავება და ბუღალტერია;
  • უსაფრთხოება, თაღლითობის პრევენცია და მომსახურების გაუმჯობესება.

4. მონაცემთა გაზიარება

ჩვენ არ ვყიდით პერსონალურ მონაცემებს. მონაცემები შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ სანდო ქვე-დამმუშავებლებს (მაგ. ჰოსტინგი, მონაცემთა ბაზა, SMS/გადახდის პროვაიდერები), ხელშეკრულების საფუძველზე და მხოლოდ მომსახურების მიწოდების ფარგლებში.

5. მონაცემთა უსაფრთხოება

თითოეული ბიზნესის მონაცემი იზოლირებულია მონაცემთა ბაზის დონეზე (row-level security) — ერთი ბიზნესი ვერ ხედავს მეორის მონაცემებს. კავშირი დაშიფრულია, წვდომა კი როლებზეა დაფუძნებული.

6. მონაცემთა შენახვის ვადა

მონაცემები ინახება ანგარიშის აქტიურობის განმავლობაში. ანგარიშის გაუქმების შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმდება გონივრულ ვადაში, კანონით დადგენილი ბუღალტრული ვალდებულებების გათვალისწინებით.

7. თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დაცული მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. ამისთვის დაგვიკავშირდით:support@loyo.ge.

8. კონტაქტი

შპს ოსლო · ს/კ 405546280
მისამართი: პოლიტკოვსკაიას 10, თბილისი
ელფოსტა: support@loyo.ge · ტელეფონი: +995 597 006 631